აქსის თაუერსის ვიდეო რგოლები
მოცემული ვიდეო რგოლები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით აქსის თაუერსის პროექტის შესახებ
უკან
უკან
გამოთვლა
გამოთვლა
მე ვეძებ
ბინას
ბინას
ოფისს
ოფისს
შეარჩიე ფართი
სართული
ოთახების რაოდენობა
2
3
4
5
5+
ოთახების რაოდენობით ძებნა არაა ხელმისაწვდომი ოფისებისთვის
ფართი
ფასი
ან მოძებნე ფართის ნომრით
ძებნა
ძებნა
უკან
სართული
ნომერი
ფართი
კვ.მ-ის ფასი
საერთო ფასი
უკან
032 2 24 17 17
ENG
RU
Live კამერა
ჩატვირთვის მერე ჩასქროლე
0%
გალერეა
  • 23-24 ნოემბერს, უკრაინაში გამართულ ღონისძიებაზე EEA Real Estate Forum & Project Awards, Axis Towers-ი წლის საუკეთესო მულტიფუნქციურ პროექტად დასახელდა!

     

    EEA Real Estate Forum & Project Awards არის წლის მთავარი ღონისძიება, რეგიონში, რომელიც უძრავი ქონების ბაზარს ეძღვნება. მისი მიზანია, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების საუკეთესო დეველოპერული და სამშენებლო პროექტების გამოვლენა.
    ღონისძიების ორგანიზატორები არიან, უკრაინის უძრავი ქონების კლუბი, (URE Club) და EuropaProperty.сom. ხმის მიცემის პროცესს ზედამხედველობა გაუწია, ღონისძიების მეთოდოლოგიურმა პარტნოირმა,  Ernst & Young-მა.

     

    ყველაზე მასშტაბული, მრავალფუნქციური კომპლექსის Axis Towers –ის მშენებლობა 2015 წელს განახლდა კომპანია „აქსისისა“ და „ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” პარტნიორობით.  კომპლექსი 41 სართულისგან შედგება , რომელთაგან 37 მიწის ზემოთ, ხოლო 4 -მიწის ქვეშ არის განთავსებული. მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს.

    Axis Towers -ში გაერთიანებულია დეველოპმენტის 5 მიმართულება: საცხოვრებელი,

    საოფისე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი, კომერციული, სარეკრეაციო და გასართობი ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქციები, არამც თუ უშლიან ხელს ერთმანეთს, არამედ ქმნიან ერთგვარი სინერგიის ეფექტს და უზრდიან თითოეულ ფუნქციას ღირებულებას.

     

    Axis Towers -ის მშენებლობა დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს. დღეისათვის დასრულებულია საცხოვრებელი, ქვის კოშკის კარკასი, რომლის ფასადის მოპირკეთებაც დაიწყება 2017 წლის იანვარში. ასევე დასრულდა კვარცხლბეკის 5 სართულიანი ნაწილი და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს მინის კოშკის კარკასის მშენებლობა.

     

    მშენებლობა დასრულდება  2017 წლის დეკემბერში, მობინადრეები კი 2018 წლის გაზაფხულიდან შეძლებენ ბინებში გადასვლას.

  • 2016 წლის 4 ოქტომბერს CSS Winner-მა,რომელიც წარმოადგენს ვებგვერდების შეფასების ერთ-ერთ პრესტიჟულ პორტალს, აქსის თაუერსის ვებგვერდი დღის ვებგვერდად დაასახელა.

    ვებგვერდი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დიზაინი, ფუნქციონალი, გამოყენების სიმარტივე და შინაარსობრივი მხარე.

     

    დამატებიტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.csswinner.com/details/axis-towers/10898

  • „აქსის თაუერსი“ გთავაზობთ ბინის შეძენას პირველადი შენატანის გარეშე.  დღეიდან „აქსის თაუერში“ ბინის შესაძენად პირველადი შენატანის სრულად გადახდა არ მოითხოვება. ბინის ღირებულების 30% გადანაწილდება 17 თვეზე  და გადაიხდით ბინის ჩაბარებამდე ეტაპობრივად -2017 წლის დეკემბერი.

     

    საცხოვრებელი კოშკის კარკასის მშენებლობა სრულდება აგვისტოს ბოლოს. სექტემბრიდან დაიწყება ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. საცხოვრებელი კოშკის ფასადი მოპირკეთდება, იტალიური წარმოების,  ბუნებრივი გრანიტის, თეთრი ქვით. ხოლო შუშის კოშკი, სადაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი და A კლასის ოფისები განთავსდება, Saint Gobein-ის წარმოების, დაბალემისიური მუქი მინით.

     

    ტყუპი ცათამბჯენი, „აქსის თაუერსის“ მშენებლობას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2015  წელს კომპანია “აქსისისა” და “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” პარტნიორობით  პროექტის მშენებლობა განახლდა.

    „აქსის თაუერსი“ არის პროექტი, რომელიც თანამედროვე, მომავლის თბილისის სახედ შეიძლება იქცეს და რომელიც საქართველოში ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს.

  • სააქციო საზოგადოება „აქსის თაუერსსმა“ მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელ Pullman Hotels and Resort-თან ხელშეკრულება  გააფორმა. ჭავჭავაძის გამზირზე, გალაკტიონის ძეგლთან მდებარე  „აქსის თაუერსის“ შენობაში, 2018 წელს  ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

    კონტინენტური ევროპის, უმსხვილეს ფრანგულ  ბრენდ Accor ჯგუფში შემავალი სასტუმრო Pullman-ი,   5 კონტინენტზე, 31 ქვეყანაშია წარმოდგენილი.  სასტუმროს 234 ნომერი, ბიზნეს ტურისტებს უმასპინძლებს. სასტუმროში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.

    2006 წელს კომპანია „აქსის დეველოპმენტმა  საქართველოში პირველი ტყუპი ცათამბჯენის „აქსის თაუერსის“ მშენებლობას, ჩაუყარა საფუძველი. 2015 წელს კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით  პროექტის მშენებლობა განახლდა.  „აქსის თაუერსი“ არის პროექტი, რომელიც თანამედროვე, მომავლის თბილისის სახედ შეიძლება იქცეს. კომპანია „აქსისის“ მისიაც სწორე ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელიც საქართველოში ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს. „აქსის დეველოპმენტი“ 1998 წელს დაარსდა და უკვე 12 პროექტი განახორციელა.

    დღეისათვის „აქსის თაურსში“ მშენებლობის 46%-ია შესრულებული. მშენებლობის საბოლოოდ დასრულება  2017 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

    კომპანია „აქსის დეველოპმენტის“ დირექტორის,  გიორგი კაპანაძის თქმით,  „აქსის თაუერსი“  ჭავჭავაძის გამზირის  საქმიანი ცხოვრების ცენტრად ჩამოყალიბების პროცეს შეუწყობს ხელს.  ასევე მოახდენს ტურისტული ზონის გაფართოვებას, ძველი თბილისიდან ვაკის მიმართულებით. ისეთი ცნობილი ბრენდ სასტუმროს არსებობა კი, როგორიც არის სასტუმრო Pullman-ი, კიდევ  უფრო მნიშველოვანს გახდის ამ ადგილს დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და ჩამოსული სტუმრებისათვის.

    სასტუმრო Pullman-ის გარდა  „აქსის თაუერსში“განთავსდება საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები. მასში იფუნქციონირებს ფიტნეს და სპა ცენტრი,  25 მეტრი სიგრძის აუზი მოძრავი სახურავითა და ღია ტერასით,  ასევე 12-მდე პრემიუმ კლასის კაფე-რესტორანი. შენობის ბოლო სართულზე განთავსდება „სქაი ბარი“.  2500 კვ.მ დაეთმობა დასასვენებელ და სარეკრეაციო ზონას.  შეიქმნება საჯარო სივრცე, საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს  აბულაძის ქუჩასთან დააკავშირებს და მას სრულიად ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას შესძენს.

  • აქსის თაუერსში ბინის შეძენა უკვე შესაძლებელია 10 წლიანი შიდა განვადებით, 20% პირველადი შენატანით.

    ორწლიანი განვადების შემთხვევაში პირველადი შენატანი განისაზღვრება მხოლოდ 10%-ით.

    განვადების მიღებისთვის საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა.

    შეგახსენებთ, რომ აქსის თაუერსში დარჩენილია 87 ბინა.

მოძებნე ფართი
მოძებნე ფართი
უყურე ფილმებს
უყურე ფილმებს
0%
360° ხედი
360° ხედი
0
მეტრი
ყველაზე მაღალი ტყუპი ცათამბჯენი საქართველოში
აქსის თაუერსი არის მრავალფუნქციური კომპლექსი, ყველაზე მაღალი ტყუპი ცათამბჯენი თბილისში, რომელსაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში.
თბილისის ახალი ლენდმარკი
გამორჩეული არქიტექტურით, მასშტაბითა და ფუნქციური მრავალფეროვნებით, აქსის თაუერსი ხდება მიზიდულობის ახალი ცენტრი, მომავლის ქალაქის ახალი სიმბოლო.
უახლესი ტექნოლოგიები საინჟინრო და სამშენებლო სფეროში
ეს არის პროექტი რომლის ყველა საპროექტო, საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ ქართველი სპეციალისტები უცხოელ კოლეგებთან ერთად. შედეგად ქვეყანაში შემოდის და ინერგება საერთაშორისო გამოცდილება, უახლესი ტექნოლოგიები და იქმნება დამატებით სამუშაო ადგილები
მრავალფუნქციური კომპლექსი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ა-კლასის ოფის ცენტრი, საცხოვებელი აპარტამენტები, გასართობი, დასასვენებელი და სპორტულ - გამაჯანსაღებელი ფართები, სარეკრეაციო ზონები - ეს ყველაფერი ერთიანდება ერთ შენობაში.
ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი საქართველოში
აქსის თაუერსის მიზანია კონკრეტული სარგებლის მოტანა ქალაქისა და ქვეყნისთვის. აქსის თაუერსი გახდება მასშტაბური, ხარისხიანი, ქართული პროექტის წარმატებული პრეცედენტი.
0%