მარიამ ქვრივიშვილი: „აქსის თაუერსში განთავსებული სასტუმრო პულმანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა იქნება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის | აქსის თაუერსი | Axis Towers
აქსის თაუერსის ვიდეო რგოლები
მოცემული ვიდეო რგოლები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით აქსის თაუერსის პროექტის შესახებ
უკან
უკან
გამოთვლა
გამოთვლა
მე ვეძებ
ბინას
ბინას
ოფისს
ოფისს
შეარჩიე ფართი
სართული
ოთახების რაოდენობა
2
3
4
5
5+
ოთახების რაოდენობით ძებნა არაა ხელმისაწვდომი ოფისებისთვის
ფართი
ფასი
ან მოძებნე ფართის ნომრით
ძებნა
ძებნა
უკან
სართული
ნომერი
ფართი
კვ.მ-ის ფასი
საერთო ფასი
უკან
032 2 37 17 17
ENG
RU
0%

მარიამ ქვრივიშვილი: „აქსის თაუერსში განთავსებული სასტუმრო პულმანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა იქნება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის

ორშაბათი, თებერვალი 25, 2019

ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე აქსის თაუერსში განთავსებულმა სასტუმრო PULLMAN-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს უმასპინძლა.

კომპანია აქსისის ტურიზმის განვითარების დირექტორმა გიორგი სამარგულიანმა და თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ მარიამ ქვრივიშვილს 5 ვარსკვლავიანი PILLMAN-ის სასტუმროს სადემონსტრაციო ნომრები და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს.

სასტუმრო PULLMAN-ი, ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდია, რომელიც საქართველოში აქსის თაუერსის მინის კოშკში განთავსდება. იგი გამორჩეულია სხვა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან როგორც სივრცითი მოწყობით, ასევე კრეატიული გადაწყვეტილებებით.

გიორგი სამარგულიანმა აღნიშნა, რომ 226 ნომრიან სასტუმროში საერთო სივრცეების მოცულობა ერთ ნომერზე გაცილებით აღემატება არსებულ პრაქტიკას. ამ სივრცეების  20 000 კვ მეტრზე განთავსებულია  Skybar-ი ულამაზესი ხედებით, რომლებიც იშლება 140 მეტრის სიმაღლიდან,  25 მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავით და სპა ცენტრით,  რესტორანი, ბარები, ასევე ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი ქალაქის ცენტრში, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც სასტუმროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.

სასტუმრო პულმანში დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აქსის თაუერსში განთავსებული სასტუმრო პულმანი პირდაპირ პროპორციულად ეხმიანება ქვეყნის სტრატეგიას საქმიანი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, აქ არსებული ინფრასტრუქტურა და მთლიანად პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალას წარმოადგენს საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის.

თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა აქსის თაუერსის მნიშვნელობას: „აღსანიშნავია, რომ აქსის თაუერსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც მასშტაბურობით ასევე იმითაც, რომ იგი მთლიანად ქართული პროექტია. ინვესტიციის მოცულობა დღეისათვის 92 მლნ დოლარს შეადგენს და ჩვენ ვამაყობთ მისით“, – აღნიშნა ებრალიძემ.

0%