Axis Towers – წლის საუკეთესო მულტიფუნქციური პროექტი | აქსის თაუერსი | Axis Towers
აქსის თაუერსის ვიდეო რგოლები
მოცემული ვიდეო რგოლები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით აქსის თაუერსის პროექტის შესახებ
უკან
უკან
გამოთვლა
გამოთვლა
მე ვეძებ
ბინას
ბინას
ოფისს
ოფისს
შეარჩიე ფართი
სართული
ოთახების რაოდენობა
2
3
4
5
5+
ოთახების რაოდენობით ძებნა არაა ხელმისაწვდომი ოფისებისთვის
ფართი
ფასი
ან მოძებნე ფართის ნომრით
ძებნა
ძებნა
უკან
სართული
ნომერი
ფართი
კვ.მ-ის ფასი
საერთო ფასი
უკან
აქსის თაუერსი
032 2 24 17 17
0%

Axis Towers – წლის საუკეთესო მულტიფუნქციური პროექტი

ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2016

23-24 ნოემბერს, უკრაინაში გამართულ ღონისძიებაზე EEA Real Estate Forum & Project Awards, Axis Towers-ი წლის საუკეთესო მულტიფუნქციურ პროექტად დასახელდა!

 

EEA Real Estate Forum & Project Awards არის წლის მთავარი ღონისძიება, რეგიონში, რომელიც უძრავი ქონების ბაზარს ეძღვნება. მისი მიზანია, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების საუკეთესო დეველოპერული და სამშენებლო პროექტების გამოვლენა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან, უკრაინის უძრავი ქონების კლუბი, (URE Club) და EuropaProperty.сom. ხმის მიცემის პროცესს ზედამხედველობა გაუწია, ღონისძიების მეთოდოლოგიურმა პარტნოირმა,  Ernst & Young-მა.

 

ყველაზე მასშტაბული, მრავალფუნქციური კომპლექსის Axis Towers –ის მშენებლობა 2015 წელს განახლდა კომპანია „აქსისისა“ და „ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” პარტნიორობით.  კომპლექსი 41 სართულისგან შედგება , რომელთაგან 37 მიწის ზემოთ, ხოლო 4 -მიწის ქვეშ არის განთავსებული. მისი სიმაღლე 147 მეტრს აღწევს.

Axis Towers -ში გაერთიანებულია დეველოპმენტის 5 მიმართულება: საცხოვრებელი,

საოფისე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი, კომერციული, სარეკრეაციო და გასართობი ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქციები, არამც თუ უშლიან ხელს ერთმანეთს, არამედ ქმნიან ერთგვარი სინერგიის ეფექტს და უზრდიან თითოეულ ფუნქციას ღირებულებას.

 

Axis Towers -ის მშენებლობა დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს. დღეისათვის დასრულებულია საცხოვრებელი, ქვის კოშკის კარკასი, რომლის ფასადის მოპირკეთებაც დაიწყება 2017 წლის იანვარში. ასევე დასრულდა კვარცხლბეკის 5 სართულიანი ნაწილი და აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს მინის კოშკის კარკასის მშენებლობა.

 

მშენებლობა დასრულდება  2017 წლის დეკემბერში, მობინადრეები კი 2018 წლის გაზაფხულიდან შეძლებენ ბინებში გადასვლას.

0%