Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი თბილისში | აქსის თაუერსი | Axis Towers
აქსის თაუერსის ვიდეო რგოლები
მოცემული ვიდეო რგოლები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით აქსის თაუერსის პროექტის შესახებ
უკან
უკან
გამოთვლა
გამოთვლა
მე ვეძებ
ბინას
ბინას
ოფისს
ოფისს
შეარჩიე ფართი
სართული
ოთახების რაოდენობა
2
3
4
5
5+
ოთახების რაოდენობით ძებნა არაა ხელმისაწვდომი ოფისებისთვის
ფართი
ფასი
ან მოძებნე ფართის ნომრით
ძებნა
ძებნა
უკან
სართული
ნომერი
ფართი
კვ.მ-ის ფასი
საერთო ფასი
უკან
032 2 37 17 17
ENG
RU
0%

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი თბილისში

ხუთშაბათი, სექტემბერი 20, 2018

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი თბილისში, AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა
Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა.
კომპანია AXIS-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მაკოლეიმ mock-up ოთახები და სხვა სივრცეები დაათვალიერა. სასტუმრო Pullman აქსის თაუერსში სწორედ Accor Group-თან თანამშრომლობით და მათი სტანდარტების გათვალისწინებით ეწყობა, რომელიც მსოფლიოში ბიზნეს სეგმენტზეა ორიენტირებული.
„Accor Group 50 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ფრანგული კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია 100 ქვეყანაში 4,500 სასტუმროთი, 250 000 დასაქმებულით, 570 000-მდე ოთახით. 20-მდე ბრენდით. ბრენდები გათვლილია სხვადასხვა სეგმენტზე. მათ შორის Luxury და Premium სეგმენტებზე, როგორებიცაა Pullman, Raffles, Fairmont, Sofitel, Novotel და საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდებიც.
აიდენ მაკოლეის განცხადებით, “აქსის თაუერსის არქიტექტურა თავისთავად გახდება ახალი „ლენდმარკი“ თბილისისა და მთლიანად ქვეყნისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.
„მოხარული და ამაყები ვართ იმ მჭიდრო თანამშრომლობით, რაც აქსის თაუერსთან გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, თაუერსის საოცარი არქიტექტურის კომბინაცია ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება და ახალი ორიენტირი გახდება, როგორც თბილისისთვის ასევე საქართველოსთვის. სასტუმროს გახსნა მალე იგეგმება და ჩვენი სტუმრები აქ ნამდვილად შემოქმედებით გარემოს აღმოაჩენენ. გვახარებს და გვაიმედებს ის, რომ წლიდან წლამდე საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. ჩვენი ჯგუფი ცნობილი და გამორჩეულია საერთაშორისო ბაზარზე მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აქსის თაუერსის ხელმძღვანელობასთან, საკუთრივ სამშენებლო ჯგუფებთან. ეს პროცესი ჩვენ გვარწმუნებს, რომ თბილისში, აქსის თაუერსში, ბიზნესსაზოგადოებისთვის და დამსვენებლებისთვის Pullman-ი იქნება უმაღლესი ხარისხის“,- აღნიშნა სენიორ აიდენ მაკოლეიმ.
დეველოპერული კომპანია აქსისის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სამარგულიანი აღნიშნავს, რომ სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან განსხვავებით აქ საერთო სივრცეების მოცულობა ერთ ნომერზე გაცილებით აღემატება არსებულ პრაქტიკას.

„ამ სივრცეების 12 000 კვ მეტრზე განთავსებულია Skybar-ი ულამაზესი ხედებით, რომლებიც იშლება 140 მეტრის სიმაღლიდან, 25 მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავით და სპა ცენტრით, რესტორანი, ბარები, ასევე დიდი საკონფერენციო დარბაზი, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც სასტუმროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ”, – აღნიშნა სამარგულიანმა.

0%