„აქსის თაუერსში“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი გაიხსნება | აქსის თაუერსი | Axis Towers
აქსის თაუერსის ვიდეო რგოლები
მოცემული ვიდეო რგოლები სრულ წარმოდგენას შეგიქმნით აქსის თაუერსის პროექტის შესახებ
უკან
უკან
გამოთვლა
გამოთვლა
მე ვეძებ
ბინას
ბინას
ოფისს
ოფისს
შეარჩიე ფართი
სართული
ოთახების რაოდენობა
2
3
4
5
5+
ოთახების რაოდენობით ძებნა არაა ხელმისაწვდომი ოფისებისთვის
ფართი
ფასი
ან მოძებნე ფართის ნომრით
ძებნა
ძებნა
უკან
სართული
ნომერი
ფართი
კვ.მ-ის ფასი
საერთო ფასი
უკან
032 2 37 17 17
ENG
RU
0%

„აქსის თაუერსში“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი გაიხსნება

ხუთშაბათი, მარტი 24, 2016

სააქციო საზოგადოება „აქსის თაუერსსმა“ მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელ Pullman Hotels and Resort-თან ხელშეკრულება  გააფორმა. ჭავჭავაძის გამზირზე, გალაკტიონის ძეგლთან მდებარე  „აქსის თაუერსის“ შენობაში, 2018 წელს  ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

კონტინენტური ევროპის, უმსხვილეს ფრანგულ  ბრენდ Accor ჯგუფში შემავალი სასტუმრო Pullman-ი,   5 კონტინენტზე, 31 ქვეყანაშია წარმოდგენილი.  სასტუმროს 234 ნომერი, ბიზნეს ტურისტებს უმასპინძლებს. სასტუმროში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.

2006 წელს კომპანია „აქსის დეველოპმენტმა  საქართველოში პირველი ტყუპი ცათამბჯენის „აქსის თაუერსის“ მშენებლობას, ჩაუყარა საფუძველი. 2015 წელს კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით  პროექტის მშენებლობა განახლდა.  „აქსის თაუერსი“ არის პროექტი, რომელიც თანამედროვე, მომავლის თბილისის სახედ შეიძლება იქცეს. კომპანია „აქსისის“ მისიაც სწორე ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელიც საქართველოში ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს. „აქსის დეველოპმენტი“ 1998 წელს დაარსდა და უკვე 12 პროექტი განახორციელა.

დღეისათვის „აქსის თაურსში“ მშენებლობის 46%-ია შესრულებული. მშენებლობის საბოლოოდ დასრულება  2017 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

კომპანია „აქსის დეველოპმენტის“ დირექტორის,  გიორგი კაპანაძის თქმით,  „აქსის თაუერსი“  ჭავჭავაძის გამზირის  საქმიანი ცხოვრების ცენტრად ჩამოყალიბების პროცეს შეუწყობს ხელს.  ასევე მოახდენს ტურისტული ზონის გაფართოვებას, ძველი თბილისიდან ვაკის მიმართულებით. ისეთი ცნობილი ბრენდ სასტუმროს არსებობა კი, როგორიც არის სასტუმრო Pullman-ი, კიდევ  უფრო მნიშველოვანს გახდის ამ ადგილს დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და ჩამოსული სტუმრებისათვის.

სასტუმრო Pullman-ის გარდა  „აქსის თაუერსში“განთავსდება საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები. მასში იფუნქციონირებს ფიტნეს და სპა ცენტრი,  25 მეტრი სიგრძის აუზი მოძრავი სახურავითა და ღია ტერასით,  ასევე 12-მდე პრემიუმ კლასის კაფე-რესტორანი. შენობის ბოლო სართულზე განთავსდება „სქაი ბარი“.  2500 კვ.მ დაეთმობა დასასვენებელ და სარეკრეაციო ზონას.  შეიქმნება საჯარო სივრცე, საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს  აბულაძის ქუჩასთან დააკავშირებს და მას სრულიად ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას შესძენს.

0%