კომერციული ფართი N1 - Axis Towers
ჯერ კიდევ ძალიან ბნელოდა, მხოლოდ ერთგან, დასალიერზე, თითქოს ოდნავ გაბაცდა ცა. წვიმას ახლახან გადაეღო, წვეთები უხმაუროდ სხლტსბოდა ერთი ფოთლიდან მეორეზე და აკანკალებული, გალუმპული, ერთიანად სმენად გადაქცეული ლტოლვილი ყურს უგდებდა ამ ილაჯგამოცლილ ჩქამს. ყოველნაირ ხმაურს აიტანდა იგი, გარდა ფლოქვების თქარათქურისა. წამდაუწუმ მდევარი ელანდებოდა და, ღონემიხდილი, ორივე ხელით ჩაბღაუჭებოდა სველ ტოტებს. აქამდე ვერავინ შენიშნავდა, ისე გატრუნულიყო, ხეს ჩახუტებული; ახლა კი, გათენებისას, როცა ძალიან აცივდა და შეწუხებული ლტოლვილი აწრიალდა, იმ გაბზარულ სიბნელეში აშკარად გამოირჩა მისი ჩაშავებული, მოძრავი სილუეტი.