აქსის თაუერსის შესახებ - Axis Towers
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, გალაქტიონის ძეგლის უკან მალე იდგება შენობა, რომელიც თანამედროვე, მომავლის თბილისის სახედ შეიძლება იქცეს. გამორჩეული არქიტექტურით, უნიკალურად დატვირთული ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით აქსის თაუერსი ქართველების წარმატების სიმბოლოა.
აქსის თაუერსი არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, ამასთანავე გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით.
შენობის არქიტექტურული კონცეფცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
აქსის თაუერსი ჯამში შედგება 41 სართულისგან, აქედან 4 მიწისქვეშაა, ხოლო 37 მიწის ზემოთ. სიმაღლეში სულ -147 მეტრია. კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ტრიალებს ღერძის/ბირთვის გარშემო.
უნიკალურია აქსის თაუერსის კონსტრუქციაც, რომელიც ზედხედში მოგვაგონებს საათს. მისი ძირითადი კომპონენტებია ბირთვი და ციფერბლატივით განლაგებული თორმეტი მასიური პილონი.
რთული საინჟინრო გადაწყვეტილებებიდან აღსანიშნავია ხიმინჯების სისტემა, რომელთა სიღრმე, ძირითად შემთხვევებში 30 მეტრს აღემატება. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხიმინჯების საერთო სიგრძე კი 18 კმ-ს აღემატება.
კონსტრუქციული პროექტი შეესაბამება ყველა საერთაორისო სტანდარტს და მის ექსპერტიზაში ჩართული არიან ისეთი საერთაშორისო საინჟინრო კომპანიები, როგორებიც არიან: ევროპროჯექტი და ჰინმანი. პრაღის აკადემიის გამოყენებითი მეცნიერების ინსტიტუტში, თაუერსის მოდელმა გაიარა აეროდინამიკულ მილში გამოცდა სხვა და სხვა დატვირთვებზე.
აქის თაუერსში თავმოყრილია დეველოპმენტის ხუთი მიმართულება: საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული და გასართობი ფუნქციები.
დეველოპერული ამოცანის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ფუნქციები ისე განთავსდეს ერთ შენობაში, რომ არათუ არ შეუშალონ ერთმანეთს ხელი, არამედ პირიქით შეავსონ ერთმანეთი. სწორედ ამის საშუალებას იძლევა აქსის თაუერსში განვითარებული ინფრასტრუქტურა და სწორად შერჩეული ფუნქციები. აქ მაცხოვრებელ, მომუშავე ან დამსვენებელ ადამიანს არ სჭირდება გარეთ გასვლა უმაღლესი ხარისხის მომსახურების მისაღებად, სავაჭროდ, გასართობად და სხვა. ეს არის ერთგვარი შენობა-ქალაქი ქალაქში.
აღსანიშნავია ის, რომ აქსის თაუერსი საკუთარ ტერიტორიაზე ქმნის საჯარო სივრცეს. ცნობილია, რომ თბილისს აკლია საფეხმავლო ქუჩები. ასეთები მხოლოდ ძველ თბილისში გვხვდება.
ეს ქუჩა იქნება მთლიანად რეკრეაციული ზონა, რომელიც შეაერთებს ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან. აქ განთავსდება უამრავი კაფე-რესტორანი და გახდება თავშეყრის ადგილი როგორც ამ უბნის ასევე მთელი თბილისის მაცხოვრებლებისა თუ ტურისტებისთვის.
აქსის თაუერსის პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს ქალაქს. გარდა საფეხმავლო ქუჩისა, იქმნება გალაკტიონის ძეგლის გარშემო მოედანი (სამანქანე გზა) რომელიც სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს.
მიწის ქვეშ განლაგებულ ოთხს სართულზე, მოეწყობა ავტოსადგომები, რომლებიც საერთო ფართით 4 საფეხბურთო სტადიონის ტოლია.
ძირითადი კომუნიკაციები მოყვანილია პირდაპირ ცენტრალური სადგურებიდან, რაც იმას გულისხმობს, რომ კომუნიკაციები არათუ არ აწვება არსებულ ქსელებს, არამედ დახარჯული დიდი თანხები ხმარდება არსებული ქსელებისა და ქვესადგურების განვითარებას.
აქსის თაუერსს ჯამში მოემსახურება საქართველოში ყველაზე სწრაფი 22 ლიფტი, რომელიც ხელს უწყობს შიდა ნაკადების დამოუკიდებელ მოძრაობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფუნქციურ კომპლექსში.