სავარჯიშო მიმართულებები მოიცავს დაბალ, საშუალო და მაღალ ინტენსიურ აქტივობებს. ფიტნეს დარბაზი აღჭურვილია უახლესი მოდელის Technogym-ის კარდიო და ძალისმიერი ტრენაჟორებით.

 

სპორტულ სივრცეში ხელმისაწვდომია კარდიოზონა, კრივი, პილატესი, იოგა და ბოქსის სამოყვარულო რინგი. ველნესცენტრი კლუბის წევრებს სთავაზობს, როგორც ინდივიდუალურ სესიებს, ასევე ჯგუფურ ვარჯიშებს. კლუბის წევრებს აქვთ დამატებით შესაძლებლობა ივარჯიშონ საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელ პერსონალურ მწვრთნელებთან.