პულმან თბილისი
Pullman Hotels and Resorts არის ფრანგული მულტინაციონალური პრემიუმ კლასის სასტუმროების ბრენდი, რომელიც ეკუთვნის სასტუმრო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერ Accor-ს. პულმანს აერთიანებს 110 სასტუმროს და კურორტს 33 ქვეყანაში ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის, ავსტრალიისა და ლათინური ამერიკის მასშტაბით. პულმან თბილისი - სასტუმრო ქალაქის ცენტრში, ვაკეში მდებარეობს და საშუალებას გაძლევთ მარტივად მიუდგეთ ქალაქის მრავალ ღირსშესანიშნაობას. მათ შორის: პარკებს, მაღაზიებს, საელჩოებს, კაფეებს, ბარებსა და რესტორნებს, მუზეუმებს და ქალაქის სტადიონს.

ოთახები
სასტუმრო მოიცავს გამორჩეული დიზაინით შექმნილ კომფორტულ ოთახებს, რომლებიც განთავსებულია მინის კოშკში მე- 19 სართულიდან 35-ე სართულის ჩათვლით.
220 ოთახი 6 სხვადასხვა კატეგორიად იყოფა და სტუმრებს სთავაზობს Superior, Executive, Junior Suite, Superior Suite, Executive Suite and Presidential Suite ტიპის ოთახებით სარგებლობას.

საკონფერენციო დარბაზი & შეხვედრების ოთახები
ყველაზე მასშტაბური საკონფერენციო სივრცე დედაქალაქის ცენტრში და შეხვედრების ოთახები განკუთვნილია როგორც ბიზნეს, ასევე სხვადასხვა ტიპის საზეიმო ღონისძიებებისა და შეხვედრებისთვის.
2000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი საკონფერენციო სივრცე აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების მქონე აუდიო-ვიზუალური ტექნიკითა და ჩაშენებული სათარგმნი ჯიხურებით. სასტუმროში ასევე მდებარეობს შეხვედრების შვიდი ოთახი. თითოეულ მათგანს იმ ადამიანების სახელები აქვს მინიჭებული, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაში. აქ დაგხვდებათ დავით სარაჯიშვილის, ძმები ზუბალაშვილების, გიორგი მაჩაბელის, მიტროფანე ლაღიძის, ფილიპე ჭელიძის, ფრიდრიხ ვეტცელის, ჯორჯ კობის სახელობის სივრცეები სამუშაო და ბიზნეს შეხვედრებისთვის.

ფრანგული რესტორანი „DUMAS“
ფრანგული რესტორანი დიუმა, პანორამული ხედებით თბილისზე, სასტუმროს 36-ე სართულზე მდებარეობს.
აქ განსაკუთრებულ, დახვეწილ ინტერიერში დაგხვდებათ ფრანგული და ხმელთაშუა ზღვის მრავალფეროვანი კერძების არჩევანი. რესტორანი, დღის სხვადასხვა მონაკვეთის მიხედვით, ცვალებად მენიუს შემოგთავაზებთ საუზმისთვის, ბიზნეს ლანჩისთვის და ვახშმისთვის.

სქაი ბარი “Weather Report”
აქსის თაუერსის 37-ე სართულზე მდებარე სქაი ბარი - Weather Report არის თბილისის ყველაზე მაღალ წერტილში განთავსებული ბარი. Weather Report გთავაზობთ საავტორო და კლასიკური კოქტეილების, სუშისა და ტაპასების ფართო არჩევანს.
სქაი ბარის სივრცეში შესაძლებელია ცოცხალი მუსიკის მოსმენა ქართველი და საერთაშორისო არტისტების შესრულებით.

ლობი ბარი “Junction“
