აქსის თაუერსი გილოცავთ 26 მაისს! - Axis Towers
დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს აქსის თაუერსი შეუერთდა.
აქსისმა რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილ სიმბოლურ სტენდზე, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს, აქსის თაუერსის მაკეტი წარადგინა. აქსის თაუერსი არის თანამედროვე, მომავლის თბილისის სახე. ეს არის ქალაქის განვითარების ახალი ეტაპი სწორი დეველოპმენტის განხორციელების გზით.
აქსის თაუერსის სტენდთან თავმოყრილ დამთვალიერებლებს გენერალური დირექტორი თეიმურაზ ჭოხონელიძე და აქსისის მთავარი არქიტექტორი მასპინძლობენ და საპატიო სტუმრებს პროექტში გამოყენებულ ტექნოლოგიურ ინოვაციებს თუ არქიტექტურულ მნიშვნელობას აცნობს.
„აქსის თაუერსი ყველას ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ ვმონაწილეობთ ამ საყოველთაო ზეიმში როგორც დეველოპერები, როგორც ქალაქის, მისი ინფრასტრუქტურის და ტურისტული განვითარების ხელშემწყობი კომპანია. ჩვენ გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს. ამის ნათელი მაგალითი – აქსის თაუერსი დღეს ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგა“ – თეიმურაზ ჭოხონელიძემ.
აქსის თაუერსი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ქალაქის სწორ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ეს არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით. აქსის თაუერსის მშენებლობა დეველოპერული კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით მიმდინარეობს, რომელიც 92 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.