გამორჩეული არქიტექტურა, მრავალფუნქციური სივრცეები და მასშტაბი - ამ მახასიათებლების მიხედვით, 2020 წელს, აქსის თაუერსი გახდა პირველი შენობა რეგიონში, რომელმაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (WTC) სტატუსი დაიმსახურა.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (WTC) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და განვითარება. იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს მაღალი ხარისხის, საიმედო რეპუტაციის მქონე კომპანიებს, ხელს უწყობს მათ ბიზნესურთიერთობების განვითარებაში და ეხმარება წარმატებით ჩაერთონ საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს სტატუსი აქსის თაუერსს გამორჩეულ შესაძლებლობას ანიჭებს, რაც გულისხმობს პარტნიორობას საერთაშორისო კომპანიებთან, წვდომას სერვისების ფართო ქსელზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ეკონომიკას და ქვეყანას.