ჩვენ შესახებ
აქსის თაუერსი - თანამედროვე თბილისის ლენდმარკი
აქსის თაუერსი - თანამედროვე თბილისის ლენდმარკი
გამორჩეული არქიტექტურა, მრავალფეროვანი შესაძლებლობები და მასშტაბი - ამ მახასიათებელთა ერთობლიობით, აქსის თაუერსი ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ და დეველოპმენტის ფლაგმანად არის აღიარებული.
რეგიონში პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, რომელმაც დედაქალაქის გულში ახალი შესაძლებლობები შექმნა და ჰარმონიულად გააერთიანა თანამედროვე ცხოვრების სტილი, ბიზნესი, საქმიანი ტურიზმი, დასვენება და განტვირთვა.
აქსის თაუერსი - ინოვაციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ცოდნას, საერთაშორისო გამოცდილებას, უახლეს ტექნოლოგიებს და ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მძლავრი მიზიდულობის ბიზნესცენტრს ქმნის.
აქსის თაუერსი წარმოადგენს თბილისის ღირსშესანიშნაობას მისი უნიკალური არქიტექტურის და შინაარსის გამო.
აქსის თაუერსის გამორჩეული ნაგებობა სიმაღლეში 147 მეტრს აღემატება და დედაქალაქის ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი აქვს.
პედესტალით გაერთიანებული ქვისა და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც ქმნის შენობების მოძრაობის ილუზიას.
მულტუფუნქციური „აქსის თაუერსი“ 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს:
A კლასის ბიზნეს ცენტრი
Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman Tbilisi Axis Towers“
საცხოვრებელი კოშკი
სავაჭრო ცენტრი
გართობა-განტვირთვის სივრცე რომელიც, ასევე, კაფე-რესტორნების ქუჩასაც მოიცავს.
„აქსის თაუერსი“ - მოდერნისტული ნაგებობა, რომელიც 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
დეველოპმენტი, უპირველეს ყოვლისა, დიდი პასუხისმეგბლობაა, რადგან ქალაქის იერსახეს აყალიბებს და გადამწყვეტია, სწორად, გააზრებულად დავაკავშიროთ მისი წარსული აწმყოს.
„Axis Towers-ის“ ამბავი წლების წინ დაიწყო, როდესაც არქიტექტორების ჯგუფმა მასშტაბური, ერთი შეხედვით შეუძლებელი პროექტი ჩაიფიქრეს. ამ წამოწყებას განსაკუთრებული როლი უნდა შეესრულებინა ქალაქის ცხოვრებაში და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია ერთდროულად ეტვირთა.
მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ქალაქის ცენტრალურ უბანში, გაჩნდა ორი კოშკი, რომლებიც მათი უნიკალური არქიტექტურული გადაწყვეტის და ფუნქციური მრავალფეროვნების გამო, მალევე იქცნენ ქალაქის ღირშესანიშნაობად. პროექტმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია რამდენიმე, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან გამიჯნულმა მიმართულებამ, ერთ სივრცეში ჰარმონიულად იარსებოს, ერთმანეთი გააძლიეროს და ახალი შესაძლებლობები გააჩინოს.
აქსის თაუერსის მთავარი არსი მისი დინამიკა, მუდმივი მოძრაობაა, რაც ძალიან კარგად გადმოსცემს პროექტის მთავარ იდეას; შექმნას უწყვეტი მოძრაობის ადგილი - სიახლეების, განვითარების და შესაძლებლობების მიზიდულობის ცენტრი.