სავაჭრო ცენტრი
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი შექმნილი და მორგებულია ადამიანების ყოველდღიურ საჭიროებებზე და განთავსებულია მულტიფუნქციური სივრცის -1 სართულზე. ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და მრავალფეროვანი სავაჭრო ცენტრი ვაკეში, ქალაქის გულში, ბიზნესცენტრში მომუშავე ადამიანებს და უბნის მაცხოვრებლებს მაღაზიების და მომსახურების ფართო არჩევანს კომფორტულ გარემოში სთავაზობს. აქ დაგხვდებათ საყოფაცხოვრებო ნივთების, წიგნების, დეკორატიული აქსესუარების, კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების, საბავშვო, სააფთიაქო, საკვები პროდუქციის, ტექნიკის მაღაზიები და მომსახურების წერტილები. ვიზიტორებისთვის გამოყოფილია მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც სავაჭრო ცენტრს მარტივად უკავშირდება.