აქსის თაუერსის პედესტალზე განთავსებულია 25 მეტრიანი აუზი შუშის მოძრავი გადახურვის კონსტრუქციით. აქ პირველად დაინერგა აუზის ფიტნესი, რომელიც მოიცავს კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშების კომბინაციას წყალში და წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას სხეულზე ნაკლები ზეწოლით მაქსიმალური შედეგის მისაღებად. ასევე, მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ პერსონალური მწვრთნელის მომსახურებით და ცურვის ინდივიდუალური შესწავლის გაკვეთილებით.

 

აუზის მიმდებარე სივრცე მოიცავს ჯაკუზებს, ღია ტერასას, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს გადაჰყურებს, ჯანსაღი კვების ბარს, სადაც სასარგებლო კერძებითა და სპეციალურად ველნესისთვის შექმნილი კოქტეილებით გაგიმასპინძლდებიან.