სართული /  

გაქირავებული

მოძებნე საოფისე ფართი

ფართის ძებნა

ყველა
ყველა
-
საოფისე ფართი
სართული
ფართი
ფასი

ახალი სიმაღლე თქვენი ბიზნესისთვის

თანამედროვე სამუშაო სივრცე ახლებურ მიდგომებს საჭიროებს, გარემოს, რომელიც დამატებით ღირებულებას სძენს ბიზნესს. აქსის თაუერსი განსაკუთრებულ შეთავაზებებს ქმნის კომპანიებისთვის და ახალ სიმაღლეზე ასვლას სთავაზობს.

 

აქსის თაუერსი აერთიანებს საოფისე სივრცეების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე ბიზნესის ყველა საჭიროებას. ბიზნესცენტრი გამოირჩევა ოფისების ხელსაყრელი განლაგებით, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვით და დამატებითი სერვისების მრავალფეროვნებით. ნათელი და ვიტრაჟული სივრცეები საშუალებას იძლევა შეიქმნას ადამიანებზე მორგებული, მოსახერხებელი სამუშაო გარემო.

 

მიუხედავად იმისა, ხართ სტარტაპი თუ დიდი კომპანია, აქსის თაუერსი შეგიქმნით იდეალურ გარემოს თქვენი წარმატებული მუშაობისთვის და იზრუნებს თქვენს განტვირთვასა და დასვენებაზე.

icon
გამორჩეული არქიტექტურა
აქსის თაუერსი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. ორივე კოშკი, როგორც საოფისე, ასევე საცხოვრებელი, განსაკუთრებული გეგმარების გამო არის ნათელი და ვიტრაჟული. ყველა სართულს აქვს 360 გრადუსიანი ხედი თბილისზე. ამგვარი განლაგება საშუალებას იძლევა, ყველა საოფისე სივრცე იყოს ნათელი და შექმნას ადამიანებზე მორგებული, მოსახერხებელი სამუშაო გარემო.
icon
ხელსაყრელი ლოკაცია
აქსის თაუერსის მოიჯარე კომპანიებისთვის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ბიზნეს ცენტრის მდებარეობა. პროექტის წარმატებით განხორციელებამ ხელი შეუწყო თბილისის ცენტრალურ უბანში, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე, მიმდებარე ტერიტორიის ბიზნესცენტრად გარდაქმნას, რაც აქ მომუშავე კომპანიებისთვის ხელსაყრელ და კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის.
icon
ინდივიდუალური დაგეგმარება
აქსის თაუერსის ბიზნეს ცენტრის მოიჯარე თავად ირჩევს ოფისის სასურველ დაგეგმარებას, რაც მას საშუალებას აძლევს, სამუშაო სივრცე სრულად მოარგოს მისი საქმიანობის საჭიროებებს და თავისებურებებს.
icon
სერვისების მრავალფეროვნება
ბიზნეს ცენტრს ემსახურება კონსიერჟი და 24 საათიანი დაცვა. ყველა ოფისი აღჭურვილია გათბობა-გაგრილების, სახანძრო და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. ბიზნეს ცენტრი უზრუნველყოფილია გარე და შიდა სივრცეების დასუფთავების სერვისით. ნულოვან სართულზე განთავსებულია 700 კვ.მ-ზე მოწყობილი ბიზნეს ლობი - განკუთვნილი ბიზნეს და სოციალური შეხვედრებისთვის. მიწისქვეშ კი ავტოსადგომი მდებარეობს, რომელიც მხოლოდ ბიზნსეცენტრში მომუშავე ადამიანების ავტომობილებისთვის არის გათვალისწინებული.
icon
პერსონალური შეთავაზებები
ბიზნესცენტრში განთავსებული ოფისების თანამშრომლები, მთელი წლის განმავლობაში, აქსის თაუერსისგან იღებენ სპეციალურ შეთავაზებებს მულტიფუნქციურ სივრცეებში - რესტორნებში, ველნეს ცენტრში, სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრში. ასევე, შენობიდან გაუსვლელად, სარგებლობენ განტვირთვის და დასვენების სერვისებით, იყენებენ ბიზნესცენტრის მრავალფუნქციურ სივრცეებს შეხვედრებისა და ოფიციალური ღონისძიებებისთვის.
icon
ბიზნეს გარემო
ბიზნესცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე როგორც დიდ, ცნობილ კომპანიებს, ასევე დამწყებ ბიზნესებს. მიმართულებების მრავალფეროვნება ქმნის საინტერესო შესაძლებლობას ახალი ბიზნესურთიერთობებისა და პარტნიორული პროექტებისთვის.

კომპანიები

აქსის თაუერსის ბიზნეს ცენტრში განთავსებულია სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართული და უცხოური ბრენდები, რაც განაპირობებს ამ სივრცის მრავალფეროვნებას და ქმნის დამატებით ბიზნეს შესაძლებლობებს.

ყველა მოიჯარე
გახდი ჩვენი ტენანტი

საოფისე ფართები 44 კვმ-დან 459 კვმ-მდე

მოძებნე ფართი