რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სიმბოლური სტენდია განთავსებული, რომელიც ქალაქის განვითარების 100 წელს გამოხატავს.
სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ.
აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში, ქალაქის განვითარების ახალი ეტაპი.
აქსის თაუერსის სტენდთან თავმოყრილ დამთვალიერებლებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი შეუერთდა. მისი განცხადებით, მსგავსი ტიპის კომპლექსები დედაქალაქს თანამედროვე იერს ანიჭებს, რაც თბილისის ისტორიულ სიძველეებთან ერთად ქალაქის ახალი სავიზიტო ბარათი შეიძლება გახდეს.
აქსის თაუერსის სტენდი ასევე დაათვალიერა დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ, რომლის თქმითაც დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საჭირო პარამეტრის დაცვით განხორციელებული, რაც შეიძლება მეტი მასშტაბური და თანამედროვე კომპლექსი შეემატოს.
ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი ვიქტორ სანიკიძე, რომელიც უკვე არის აქსის თაუერსის ბინადარი, სტენდთან შეკრებილ დამთვალიერებლებთან საუბარში აღნიშნავდა იმ უპირატესობების თაობაზე, რომელთა გამოც მან სწორედ აქსის თაუერსში გადაწყვიტა ბინის შეძენა.
აქსის თაუერსის სტენდის დათვალიერებას რუსთაველის გამზირზე 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების მონაწილეები გვიან საღამომდე შეძლებენ. სტუმრებს მასპინძლობენ აქსისის დირექტორი თეიმურაზ ჭოხონელიძე და კომპანიის არქიტექტორი ნიკოლოზ კილასონია, რომლებიც მათ პროექტში გამოყენებული ტექნოლოგიური ინოვაციებისა და არქიტექტურული მნიშვნელობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
აქსის თაუერსი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ქალაქის სწორ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ეს არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით. აქსის თაუერსის მშენებლობა დეველოპერული კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით მიმდინარეობს, რომელიც 92 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.