გამორჩეული არქიტექტურა, მრავალფუნქციური სივრცეები და მასშტაბი, ამ მახასიათებლების მიხედვით, 2020 წელს, აქსის თაუერსი გახდა პირველი შენობა რეგიონში, რომელმაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (WTC) სტატუსი დაიმსახურა.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (WTC) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და განვითარება. იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს მაღალი ხარისხის, საიმედო რეპუტაციის მქონე კომპანიებს, ხელს უწყობს მათ ბიზნესურთიერთობების განვითარებაში და ეხმარება წარმატებით ჩაერთონ საერთაშორისო ვაჭრობაში.
აქსის თაუერსის ეს სტატუსი ხელს უწყობს მასთან დაკავშირებული ყველა ბიზნესის ურთიერთკავშირს საერთაშორისო დონეზე.
აქსის თაუერსის გამორჩეული არქიტექტურა 37 სართულიანი ნაგებობითა და დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით, სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში. პედესტალით გაერთიანებული ქვისა და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.
გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით აქსის თაუერსი დეველოპმენტის ფლაგმანად, ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ არის აღიარებული.
მულტუფუნქციური აქსის თაუერსი 5 დეველოპერულ მიმართულებას მოიცავს - A კლასის ბიზნეს ცენტრი, Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman“, სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი და გასართობი სივრცეები რომელიც თავის მხრივ საფეხმავლო ქუჩასაც მოიცავს.