Slider Image
თანამედროვე თბილისის ლენდმარკი
see more
Slider Image
ბიზნეს ცენტრი
see more
Slider Image
სავაჭრო ცენტრი
see more
Slider Image
ველნეს ცენტრი
see more
Slider Image
სასტუმრო პულმანი
see more
Slider Image
საცხოვრებელი
see more

აქსის თაუერსი WTC-ის წევრი

გამორჩეული არქიტექტურა, მრავალფუნქციური სივრცეები და მასშტაბი, ამ მახასიათებლების მიხედვით, 2020 წელს, აქსის თაუერსი გახდა პირველი შენობა რეგიონში, რომელმაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (WTC) სტატუსი დაიმსახურა.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (WTC) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და განვითარება. იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს მაღალი ხარისხის, საიმედო რეპუტაციის მქონე კომპანიებს, ხელს უწყობს მათ ბიზნესურთიერთობების განვითარებაში და ეხმარება წარმატებით ჩაერთონ საერთაშორისო ვაჭრობაში.

აქსის თაუერსის ეს სტატუსი ხელს უწყობს მასთან დაკავშირებული ყველა ბიზნესის ურთიერთკავშირს საერთაშორისო დონეზე.

WTC Image 1
სასტუმრო Pullman

სასტუმრო Pullman

Pullman Tbilisi Axis Towers წარმოადგენს Accor-ის ჯგუფის პირველ პრემიუმ-კლასის სასტუმროს საქართველოში, რომელიც განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს დედაქალაქის საქმიან ვიზიტორებს და მოგზაურებს. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, ახალი კონცეფციის მქონე სასტუმრო გამოირჩევა შთამბეჭდავი დიზაინით, ელეგანტური და კომფორტული სივრცეებით.
სასტუმრო Pullman
 

ოთახები

სასტუმროს 220 ოთახი განთავსებულია მინის კოშკში მე-19 სართულიდან 35-ე სართულის ჩათვლით და შედგება ექვსი სხვადასხვა კატეგორიის ოთახისგან: Superior, Executive, Junior Suite, Superior Suite, Executive Suite and Presidential Suite.
 

საკონფერენციო დარბაზი

ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი დედაქალაქის ცენტრში და შეხვედრების 7 ოთახი განკუთვნილია როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური შეხვედრებისთვის.
 

Weather Report & Dumas

სქაი ბარი - Weather Report და ფრანგული რესტორანი Dumas - განთავსებულია მინის კოშკის 37-ე და 36-ე სართულებზე, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედები მთელ თბილისზე.
 

ველნესი

აქსის თაუერსის პედესტალის სახურავზე განთავსებულია აუზი (25მx9მ) ღია ტერასით და მოძრავი სახურავით, ქვის ჯაკუზები, ჰერბალ და ფინური საუნები, ორთქლის ოთახი, ფიტნეს დარბაზი და ჯანსაღი კვების ბარი.

რესტორნების ქუჩა

აქსის თაუერსის რესტორნების ქუჩა - შეხვედრების და განტვირთვის განსაკუთრებული ადგილი ქალაქის ცენტრში. აქ თავმოყრილია ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპის, კონცეფციის რესტორნები და გამორჩეულ გასტრონომიულ თავგადასავალთან ერთად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ბიზნესშეხვედრების შესაძლებლობას სთვაზობს მსურველებს.
რესტორნების ქუჩა
რესტორნების ქუჩა
რესტორნების ქუჩა

ჩვენ შესახებ

აქსის თაუერსის გამორჩეული არქიტექტურა 37 სართულიანი ნაგებობითა და დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით, სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში. პედესტალით გაერთიანებული ქვისა და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.

გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით აქსის თაუერსი დეველოპმენტის ფლაგმანად, ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ არის აღიარებული.

მულტუფუნქციური აქსის თაუერსი 5 დეველოპერულ მიმართულებას მოიცავს - A კლასის ბიზნეს ცენტრი, Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman“, სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი და გასართობი სივრცეები რომელიც თავის მხრივ საფეხმავლო ქუჩასაც მოიცავს.

About Us Image